ქართველი ხალხის მხატვრულ შემოქმედებაში ცეკვის ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს.
ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და განავითარა, ახალ სოციალურ ყოფასთან დაკავშირებით, თავისი მდიდარი საცეკვაო ხელოვნეის თვითარსებობა და ღირსება. ცეკვა იქცა ხალხის მხატრული შემოქმედების ერთ–ერთ სახედ.
შემდგომში, ცეკვის ევოლუცია ხდება არა მარტო გარეგნული ფორმის ცვლილების მხრივ, არამედ შინაარსითაც, ასე იბადება საბრძოლო, სატრფიალო, საქორწინო, გასართობი და სხვა ხასიათის ცეკვები.
ქართველი ხალხი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდა თავის ცეკვებისადმი, მან გასაოცარი სისუფთავით შემოინახა უძველესი დროის საფერხულო ცეკვები.
ხალხის დიდი სიყვარული ცეკვებისა და მოცეკვავებისადმი იქიდანაც ჩანს, რომ ცეკვის საუკეთესო შემსრულებელნი ხალხურ თქმულებებში და სიმღერებში პატივისცემით მოიხსენიებიან.
ხალხური ცეკვების სახელწოდებების მარტო ჩამოთვლაც კი საკმარისად ადასტურებს საქართველოს ცეკვის ხელოვნების მრავალფეროვნებას: ქართული, დავლური, სახუმარო, მთიულური, ფერხული, ხორუმი, აჭარული, სამაია, ბაღდადური, სალხინო, დავლური, მოხეური, სატრფიალო და სხვა.
No comments:
Post a Comment